Sunday, March 8, 2015

მეცხრე დრის რეფლექსია

დღეს 8 მარტია!
ყველა ქალბატონს ვულოცავ!სიხარულს,სიყვარულს,გაზაფხულივით სილამაზეს ვუსურვებ!
დავამთავრეთ მრავლისმომცემი ტრენინგები,რომელიც ნამდვილად დამეხმარება და გამიადვილებს პროექტზე მუშაობას.
მე-8 მოდულში განვიხილეთ სასწავლო გეგმის პორტფოლიოს ჩეკლისტები,ვისწავლეთ ბლოგზე განთავსება ჩვენ-ჩვენი პორტფოლიოსი.კოლეგებმა გავაკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმის პრეზენტაცია.
და ბოლოს,დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს საყვარელ,ნიჭიერ ტრენერს,შორენა ბადურაშვილს,გულისხმიერი თანამშრომლობისათვის.

Saturday, March 7, 2015

მერვე დღის რეფლექსია


ვისწავლეთ ფასილიტაცი ტექნოლოგიების დახმარებით.შევქმენით პრეზენტაციის ნიმუში,გაჯეტების დამატება,ახალი გვერდების დამატება.ასე,რომ მნიშვნელოვნად ნაყოფიერად ჩაიარა.
მეშვიდე დღის რეფლექსია
ისევ ნაყოფიერად ვიმუშავეთ.
 გავეცანით დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისათვის.ვისწავლეთ ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება.წყვილებში განვიხილეთ ჩვენს მიერ შექმნილი პროექტის გეგმები.

Sunday, March 1, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია


მოსწავლის პრეზენტაცია



დატვირთული სამუშაო დღე იყოო.
შევქმენით  პროექტის შეფასების რუბრიკები,რომლებიც ძალიან მომეწონა და ნამდვილად გამომადგება მომავალში ანალოგიური სამუშაოს ჩასატარებლად
ვისწავლეთ ბლოგზე ლინკის დადება და სურათების ატვირთვა.

Saturday, February 28, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.გავიხსენეთ poverpoint-ში მუშაობა.დავწერეთ მოსწავლეთა (მესამე ჯგუფის )ნამუშევარი.
googl-ში მოვიძიეთ თემასთან დაკავშირებით სურათები, ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა... რომელთაც გამოვიყენებ შემდგომში სახელმძღვანელოდ

Sunday, February 22, 2015

IV დღის რეფლექსია



ვიმუშავეთ ნაყოფიერად.ვისწავლეთ სხვადასხვა მეთოდები და შევქმენით სქემა,რომელშიდაცმოვათავსეთ წინარე ცოდნის კითხვები.

Saturday, February 21, 2015

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ პროექტის თემის სტანდარტებსა და ინდიკატორებზე,რომლებიც გადავიტანეთ პროექტის გეგმაში.შევიმუშავეთ და დავსვით ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა გავლენას ახდენს წარსული მომავალზე?


თემატური კითხვები
  • რა არის საჭირო ტრადიციების შესაცვლელად?
  • რატომ უნდა შეიცვალოს ტრადიციები?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ტრადიციები?


შინაარსობრივი კითხვები
  • რით ჰგავს ჩვენი ქვეყნის კუთხეების ტრადიციები ერთმანეთს?
  • ვინ იყვნენ ტრადიციების აღმსრულებლები?
  • როგორი იყო ტრადიციების მიზეზები და შედეგები?


ასე,რომ დღევანდელმა მეცადინეობამაც შთამბეჭდავად ჩაიარა.